საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
ამობეჭდვა · 2017-09-23 10:34:17 · 343 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს.

ცინცაძე ქალაქ იასის "პოლიტექნიკაში" ითამაშებს. ეს გუნდი რუმინეთის ჩემპიონატის რანგით პირველ დივიზიონში გამოდის.

"პოლიტექნიკა" შარშან ქვედა დივიზიონში თამაშობდა და ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა მოახერხა. რეგულარული სეზონი რუმინეთში 2 ოქტომბერს დაიწყება.

ცინცაძის კარიერაში "პოლიტექნიკა" მე-16 უცხოური კლუბია.

გასული სეზონი მან საქართველოს ჩემპიონატში "ქუთაისის" რიგებში გაატარა, 



ავტორი: MediaMall.ge