"მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ - "დინამო არენას“ სალაროებში ბილეთები ხვალიდან გაიყიდება
ამობეჭდვა · 2017-09-23 17:45:00 · 226 ნახვა

საქველმოქმედო მატჩზე დასასწრები ("მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“) ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას“ სალაროებში 24 სექტემბერს 11:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, www.tkt.ge - ზე 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარია, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე“ "მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ "GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.



ავტორი: MediaMall.ge