ზურაბ წერეთელი 33 მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკებისთვის ადგილს არჩევს
ამობეჭდვა · 2017-09-23 21:43:42 · 991 ნახვა

მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა, სპეციალურად სოჭის ტერიტორიაზე დასადგამად, 23-მეტრიანი კომპოზიცია “არგონავტები“ დაამზადა, ხოლო 33-მეტრიანი იესო ქრისტეს ქანდაკებისთვის ახლაც ეძებს ადგილს.

იესო ქრისტეს ქანდაკების მთავარი იდეა არის მიმართვა ხალხისადმი, რომ მათ შეუძლიათ ღმერთს ნებისმიერ წამს მიუახლოვდნენ“, - ამბობს მოქანდაკე და დასძენს, რომ იესო ქრისტეს ქანდაკება მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი იქნება. 

რაც შეეხება “არგონავტებს“, ეს კომპოზიცია წარმოადგებს ხომალდზე მდგარ იასონსა და მედეას და და ავტორის განმარტებით, სიყვარულისა და სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოა. მისივე თქმით, “არგონავტები“ ქალაქ სოჭში, სავარაუდოდ, 2018 წელს აღიმართება, რაზეც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

 

 

 

 



ავტორი: Mediamall.ge