24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-23 23:12:32 · 601 ნახვა

ვერძი
ნებისმიერ დავალებას მარტივად გაართმევთ თავს. კარგი დღეა ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან. 

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. უცხოელ კოლეგებთან. იყავით მეტად დისციპლინირებული. 

ტყუპი
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დასაშვებია. სანერვიულო იქნება სამსახურებრივი პრობლემები. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ სპორტს, შვილების აღზრდას. 

ლომი
დილა საოჯახი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. გააუმჯობესეთ კვების რაციონი, კარგი დღეა ვარჯიშის დასაწყებად. 

ქალწული
ნუ გაქვთ პრეტენზიები, გადამეტებული მოთხოვნები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სასიყვარულო შეხვედრისთვის. 

სასწორი
გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ნუ იკამათებთ ახლობლებთან, ნუ გადაიტვირთებით და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. 

მორიელი
დილას კარგია მგზავრობა, საქმეებში ინიციატივის გამოჩენა. პრობლემებს მარტო უნდა გაუმკლავდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
აკონტროლეთ დრო. კარგი დღეა ვალების, გადასახადების გასასტუმრებლად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. 

თხის რქა 
კარგი დღეა ახალი სამსახურის, შემოსავლის წყაროს საძიებლად. საღამო განმარტოებით გაატარეთ; გაანალიზეთ წარსული და გამოიტანეთ დასკვნები. 

მერწყული
დილა საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შეიძლება სხვისი ვალდებულებების შესრულებამაც მოგიწიოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
მოერიდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.



ავტორი: Mediamall.ge