პრემიერლიგაში კვლავ „სიტი" და „იუნაიტედი" ლიდერობენ
ამობეჭდვა · 2017-09-24 09:05:52 · 245 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ორივე მანჩესტერულმა გუნდმა მოიგო - ისინი კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 16-16 ქულით ლიდერობენ ჩემპიონატს. 

„მანჩესტერ სიტი" უიმედო აუტსაიდერ „კრისტალ პალასს" ხვდებოდა, რომელსაც ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა და ნული ეწერა გატანილი გოლების გრაფაში. 

სტუმრებმა 44-ე წუთამდე გაძლეს და შემდეგ ხუთი გოლი მიიღეს სანესგან, სტერლინგისგან (ორი), აგუეროსგან და დელფისგან. დავიდ სილვამ და სანემ ორ-ორი საგოლე პასი შეასრულეს. საბოლოოდ, „სიტიმ" 5:0 მოიგო.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს", მან ერთადერთი გოლით მოუგო სტუმრად „საუთჰემპტონს" - 1:0. მე-20 წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა და ეს ბელგიელის მეექვსე გოლი იყო პირველ ექვს ტურში - აქამდე, ასეთი რამ „იუნაიტედში" მხოლოდ ლუის საას ჰქონდა გაკეთებული.

გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა „ჩელსი", რომელმაც „სტოკი" გაანადგურა - 4:0. ჰეთთრიკი შეასრულა ალვარო მორატამ. ბომბარდირთა დავაში 6-6 გოლით ის აგუეროსთან და ლუკაკუსთან ერთად ლიდერობს.



ავტორი: Mediamall.ge