თბილისში კაფუ ითამაშებს
ამობეჭდვა · 2017-09-24 17:57:00 · 259 ნახვა

29 სექტემბერს თბილისში გასამართ საქველმოქმედო მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ისედაც შთამბეჭდავ სიას კიდევ ერთი მეგავარსკვლავი დაემატა - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონი კაფუ

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა. 

კაფუ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (1994, 2002), იყო მესამე ფინალის მონაწილეც (1998). ამას გარდა, არის კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებული (1997, 1999), კონფედერაციის თასის მფლობელი (1997), მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ოთხჯერ უთამაშია (1994, 1998, 2002, 2006). 1990–2006 წლებში ბრაზილიის ნაკრების ფორმა 142-ჯერ მოირგო. 

მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

წყარო – პირველი არხი 



ავტორი: MediaMall.ge