ანგარიში 1:1 - თავგატეხილი ოპერატორი და შეხლა-შემოხლა ქუთაისის სტადიონზე
ამობეჭდვა · 2017-09-24 23:19:29 · 555 ნახვა

ქუთაისის ,,ტორპედოსა" და თბილისის ,,დინამოს" მატჩზე ცოტა ხნის წინ მორიგი ინციდენტი მოხდა.

,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა  ,,დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს.

კიდევ ერთი ინციდენტი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა. სტადიონის გარე პერიმეტრიდან უცნობმა პირმა ქვა ისროლა, რა დროსაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი გიორგი ტოგონიძე დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ,,ტორპედო" "დინამოს" შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.



ავტორი: MediaMall.ge