25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-25 00:16:13 · 589 ნახვა

ვერძი
ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეებთან, საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად, იდეების გასაზიარებლად. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. ახალი კლიენტები და მეგობრები გამოგიჩნდებათ. 

კურო
საქმიანი ურთიერთობების გასაუმჯებესებლად ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთს დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა. მეგობრების დახმარებით, ფინანსურ საკითხებს მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმდებითი იდეების განსახორციელებლად. 

ტყუპი
საჭირო ინფორმაციების მოსაპოვებლად მეტად ხელსაყრელი პერიოდია. მეტი დრო დაუთმეთ განათლების, მოგზაურობის საკითხებს. ზოგიერთი უცხოელ მეგობრებს გაიჩენს. 

კირჩხიბი
ცოდნის გაღრმავების, საინტერესო ინფორმაციების მისაღებად ხელსაყრელი დღეა. კარგია გადაადგილება, კოლექტიურ საქმიანობა. მეტი დრო დაუთმეთ ლიტერატურას, სოციოლოგიას, დისციპლინას. 

ლომი
დიდი შანსი გაქვთ, რომ ახალი მეგობრები, საქმიანი პარტნიორები გაიჩინოთ. შეიძლება კონკურენტებიც კი დაიმეგობროთ. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. აიმაღლებთ ინტელექტუალურ და სოციალურ დონეს. 

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას და გადაწყვეტილებების მიღებას. გაერკვიეთ ახალ ტექნოლოგიებში. ზოგიერთს უფროსის შექება, დაწინაურება ელის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
საქმიან პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრა კარგ შედეგებს მოგიტანთ. განიხილეთ ახალი იდეები. წარმატებული დღე ელით სარეკლამო სფეროს თანამშრომლებს, მხატვრებსა და პროგრამისტებს. 

მორიელი
პოზიტიური და ენერგიული დღეა, მორიელი მეგობრების მხარდაჭერით ხელსაყრელი იდეების განხორციელებას შეძლებს. საოჯახო საქმეები მეტ მოთმინებას საჭიროებს, ცვლილებები გელით სამეგობროში. 

მშვილდოსანი
გაუზიარეთ თანამოაზრეებს ახალი იდეები, ინფორმაციები. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, მოსწავლეები. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებას. 

თხის რქა 
მშვენიერი დღეა, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოსავლიან თანამდებობაზე გადახვალთ. კარგი დღე ელით ლოჯისტიკის, ფსიქოლოგიის, პროგრამირების სფეროს წარმომადგენლებს. ზოგიერთი საკუთარი საიტის შექმნას გადაწყვეტს. 

მერწყული
მერწყულის ინტუიცია და ინტელექტი დასახული გეგმების წარმატებულად განხორციელების საშუალებას იძლევა. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. კარგი დღეა ახალი, ორიგინალური საკითხების შესასწავლად.

თევზები
ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ თანამოაზრეებთან საფუძვლიანი მსჯელობის შემდეგ. ვიდრე მოქმედებას დაიწყებთ, ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა და ცოდნის გაღრმავება. მეტი ყურადღება დაუთმეთ მშობლებს და საკუთარ ჯანმრთელობას. 



ავტორი: MediaMall.ge