თბილისში პირველი სპეციალიზირებული Fish Market-ი გაიხსნება
ამობეჭდვა · 2017-09-26 15:37:00 · 683 ნახვა

ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში, კომპანია Four Seas Trading პირველ სპეციალიზირებულ Fish Market-ს გახსნის.  commersant.ge-ს ინფორმაციით, Fish Market-ი 350 კვ/მ-ზე ბაზარი და რესტორანი განთავსდება. გაიყიდება მაღალი ხარისხის გასტრონომიული პროდუქციაც. გაიხსნება ონლაინ მაღაზია - fishmarket.ge.

ზღვის პროდუქტები იმპორტირებული იქნება ჩრდილოეთის და ხმელთაშუა ზღვებიდან (სკანდინავიის ქვეყნები, ისლანდია, თურქეთი, საბერძნეთი, ტუნისი, პორტუგალია, ესპანეთი) და სპარსეთის ყურიდან (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი).

გაიყიდება ფერმის თევზიც. წარმოდგენილი იქნება იტალიური ღვინო (Antinori, Frescobaldi), ესპანური ზეითუნის ზეთი, არტიზანული პასტა.



ავტორი: MediaMall.ge