დიდი ბოდიში მთელს საქართველოს – ვერ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ხალხი ელოდა - ავთანდილ ასათიანი
ამობეჭდვა · 2017-09-27 11:25:55 · 232 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებით დაპირისპირებაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთთან 4:7 დამარცხდა და ევრო 2018-ის მიღმა დარჩა.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. 

"წავაგეთ და ამის მიუხედავად, თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს. წარმომიდგენია, რომ მოგვეგო, რა მოხდებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული საღამო იყო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ 3:1-ს ვიგებდით და მიზანთან ასე ახლოს ვიყავით. შეცდომები ჩვენი მხრიდან იყო, სამწვრთნელო შტაბს რაღაც უნდა შეგვეცვალა, მაგრამ პლეი-ოფში პირველად გავედით და გამოცდილება დაგვაკლდა. ამ შეხვედრას ისე ველოდებოდით, როგორც ბავშვი - თოვლის ბაბუას. გასახდელში ბევრი ცრემლი და გულისტკივილი იყო, თუმცა ეს წაგება კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. დიდი ბოდიში მთელს საქართველოს – ვერ გავაკეთეთ ის, რასაც ჩვენგან ხალხი ელოდა", - ამბობს ასათიანი.

საქართველოს ნაკრების მეკარის ზვიად კუპატაძის შეფასებით, თამაშის წაგებაზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება, ვინაიდან ნაკრების კარში ამდენი გოლი გაუშვა.

 



ავტორი: 1tv.ge