საქართველოში ბიტკოინით ვაჭრობა იწყება
ამობეჭდვა · 2017-09-27 13:49:10 · 604 ნახვა

გალტ & თაგარტის განცხადებით, პირველად საქართველოში G&T Trader-ი ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში მოახდინოს.

ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია გალტ & თაგარტმა საკუთარ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Bitcoin Tracker One და Bitcoin Tracker EURO. ორივე ბიტკოინის ფასზე დაშენებული საინვესტიციო ინსტუმენტებია, შესაბამისად, მათი ფასები სრულად ასახავს ბიტკოინის ფასის ცვალებადობას. ეს საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება მოახდინოს ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით და გახსნას შესაბამისი პოზიციები.

Bitcoin Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Bitcoin Tracker EURO - ევროს ვალუტაში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერი არის XBT Provider AB და ორივე ვალუტით ვაჭრობენ Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე.

მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, შეუძლია აკრიფოს სიტყვა „Bitcoin” - ძიების ველში. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ფასების სანახავად საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგი გზით.



ავტორი: imedinews.ge