გიორგი გახარია თურქ და აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ინსპექტირებას ახორციელებს
ამობეჭდვა · 2017-09-27 15:05:00 · 199 ნახვა

ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი და  აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი  სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან. დელეგაციის წევრები ახალქალაქის სადგურს და პროექტის სხვა მშენებარე ობიექტებს აათვალიერებენ. მინისტრმა თურქ და აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად უკვე დაათვალიერა  თეთრი წყაროს და ახალქალაქის რეაბიტირებული რკინიგზის სადგური და მედიისთვის კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიამ, პირველ რიგში,  თბილისში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს.

,,რამდენიმე ხნის წინ უკვე გვქონდა მსგავსი გასვლა, დაახლოებით ივლისში, ინსპექტირების მიზნით თურქეთიდან- ყარსიდან. მაგრამ მაშინ სრულად ინსპექტირება ვერ მოხერხდა. დღეს რკინიგზით მივალთ თურქეთის საზღვარმდე. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამუშოების დაახლოებით 70 % საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულია. ეს ნიშნავს, იმას, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. თუმცა, სატესტო რეჟიმში რკინიგზის გაშვება ალბათ შესაძლებელი იქნება თუ არა, ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსპექტირება. გარკვეულ ნაწილზე ელექტროფიცირებაა გასაკეთებელი, მოსამზადებელია საბაჟო-სანიტარული სამსახურები და ა.შ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს უმოკლეს ვადებში დასრულდება. ის რომ სამი ქვეყანა ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდება არ ნიშნავს, რომ პროექტი დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუაშოა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, მინისტრის განცხადებით, ამის შესახებ მსჯელობა დღევანდელი ინსპექტირების დასრულების შემდეგ გაიმართება.

,, ინსპექტირების მიზანია, რომ ვნახოთ რკინიგზები ერთმანეთთან როგორაა დაკავშირებული და შემდგომ შევადგინოთ იმ კითხვების ნუსხა, რომელიც მოგვცემს სტატუსს თუ სად იმყოფება რკინიგზა დღეს მზაობის ნაწილში და რა უნდა გაკეთდეს, რომ მალე მოხდეს მისი სრულფასოვნად გაშვება. კონკრეტული ვადა ცნობილი გახდება, ერთ ორ კვირაში, როცა ჩვენი თანამშრომლები მოადგილეების დონეზე ჩვენი ინსპექტირების შედეგებს გააანილეზებენ. აზერბაიჯანის შემთხვევაში ბევრი სამუშობი ჩასატარებელი არ იყო. რაც შეეხება თურქეთს, სამუშოების მიხედვით დაახლოებით ჩვენნაირი მდგომარეობაა,-„განაცხადა გიორგი გახარიამ.

 



ავტორი: MediaMall.ge