ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-09-27 17:06:01 · 587 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 28 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4817 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4806 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0011-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9153 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9251 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0098 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3317 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3334 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0017 -ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6940 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7009 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0069 -ით გამყარდა.



ავტორი: mediamall.ge