28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-28 00:01:20 · 723 ნახვა

ვერძი

რჩევებს ყური დაუგდეთ, მაგრამ ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ეცადეთ, არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ.

კურო

მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში ჩართვას. განსაკუთრებით, თუ საეჭვო ადამიანი გთავაზობთ მას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

ტყუპი

ნუ ხართ ზედმეტად სენტიმენტალური. მოერიდეთ სხვებისთვის რჩევებისა და ფულის მიცემას. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს. განსაკუთრებით, უინტერესოს.

კირჩხიბი

საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. წარმატება გელით საქმიან და სასიყვარულო სფეროში, კამათსა და თამაშში. თუმცა, გაფრთხილდით, ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

ლომი

ვინც გირჩევთ, შეიძლება ისიც კი ცდებოდეს. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრე და საოჯახო (ბიზნესსაც) საკითხების მოგვარებას. მოერიდეთ ფინანსურ ექსპერიმენტებს.

ქალწული

მოერიდეთ დაპირისპირებას სასიყვარულო პარტნიორთან. აგრესიულად ნუ იბრძოლეთ ძალაუფლებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ბიზნესის განვითარებას.

სასწორი

სიფრთხილე გმართებთ უცხოელებთან მუშაობისას ან თუ მივლინებას გეგმავთ. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი. ნუ გახდებით სხვისი აფერის მსხვერპლი.

მორიელი

წარმატებული დღე გელით ბიზნეს და სარეკლამო სფეროში. აგრეთვე, კულინარიასა და სპორტში. მოერიდეთ ავანტიურას და აზარტულ თამაშებს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, დებატებში ჩართვას. ნუ გამოამზეურებთ თქვენი ცხოვრების საიდუმლოებებს.

თხის რქა

თუ რეალურ გეგმას დაისახავთ, ბევრ საქმეს მოასწრებთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კარგია. ეცადეთ, არავინ შეგაცოდოთ თავი და თავისი საქმე არ გაგაკეთებინოთ.

მერწყული

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. განსაკუთრებით, ემოციებს აყოლილმა (ასიამოვნოთ ვინმეს, გაანებივროთ). მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს. ნუ ეცდებით ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას.

თევზები

დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ყველაფრის მოსწრება არარეალურია. მიხედეთ ძირითად საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი პროექტების განხორციელებას.