ზაზა ფაჩულია NBA-ის ცენტრების საუკეთესო კალათბურთელთა სიაში მოხვდა
ამობეჭდვა · 2017-09-28 08:35:00 · 415 ნახვა

ინტერნეტგვერდმა hoopshype.com-მა ​საუკეთესო 30 კალათბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა. აღნიშნულ ჩამონათვალში "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა. ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 29-ე ადგილზე დააყენა.

hoopshype.com-ის აზრით, NBA-ში საუკეთესო ცენტრების ათეული ასე გამოიყურება: 1. კარლ-ენტონი თაუნსი ("მინესოტა"), 2. ნიკოლა იოკიჩი ("დენვერი"), 3. დემარკუს კაზინსი ("ნიუ ორლეანი"), 4. რუდი გობერი ("იუტა"), 5. მარკ გასოლ ("მემფისი"), 6. ჰასან უაითსაიდი ("მაიამი"), 7. დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), 8. მაიკლ ტერნერი ("ინდიანა"), 9. ელ ჰორფორდი ("ბოსტონი"), 10. ჯოელ ემბიდი ("ფილადელფია").



ავტორი: Mediamall.ge