გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით პირველ ათეულშია
ამობეჭდვა · 2017-09-28 19:35:46 · 217 ნახვა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით,  საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას  შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის. ეს ქვეკომპონენტებია: წლიური ინფლაცია  (პირველი ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-4 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის  საჭირო დღეების რაოდენობა (მე-6 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), ინვესტორთა უფლებების დაცვის სიძლიერე (მე-7 ადგილი), მთლიანი  საგადასახადო განაკვეთი  (მე-8 ადგილი), სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი (მე-9 ადგილი), მალარიის შემთხვევები (პირველი ადგილი).

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, 
როგორიცაა რუმინეთი (68-ე ადგილი), სომხეთი (73-ე ადგილი), ხორვატია (74-ე ადგილი),  მონტენეგრო (77-ე ადგილი), სერბეთი (78-ე ადგილი), უკრაინა (81-ე ადგილი), საბერძნეთი (87-ე  ადგილი), მოლდოვა (89-ე ადგილი), ბოსნია-ჰერცეგოვინა (მე-100 ადგილი) და სხვა.

2017-2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის  67-ე ადგილზე  იმყოფება.  მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთანშედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით შემცირდა, ქვეყნის სარეიტინგო ქულა - 4.3   იგივე  დარჩა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოზიციის  შემცირება  ძირითადად სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით არის განპირობებული.



ავტორი: Mediamall.ge