კარლო ანჩელოტი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ამობეჭდვა · 2017-09-28 20:35:18 · 276 ნახვა

კარლო ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-სთან დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხების შემდეგ, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელებმა დღეს გამართული თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ანჩელოტი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ.

ახალი მწვრთნელის პოვნამდე მისი მოვალეობის შემსრულებელი ფრანგი ვილი სანიოლი იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა.

ანჩელოტი "ბაიერნის" მწვრთნელად 2016 წლის ზაფხულში დაინიშნა და გასულ სეზონში მიუნხენურ გრანდთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.



ავტორი: Mediamall.ge