6 ოქტომბერს ლოპოტას ტბა მსოფლიოში აღიარებულ ჯაზ-შემსრულებლებს უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 2017-09-28 21:22:15 · 130 ნახვა

ჯაზ-ფესტივალი, რომელიც  სტარტს 6 ოქტომბერს ლოპოტას ტბაზე აიღებს, საქართველოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. “ჯაზი და ღვინო - კახეთი“ ორი დღის განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულ ჯაზ- შემსრულებლებს უმასპინძლებს.

გაიმართება სხვადასხვა ბრენდის ღვინის დეგუსტაციაც. ფესტივალი “ისთერნ ფრომოუშენისა“ და “თიბისი სტატუსის“ ორგანიზებით ჩატარდება.



ავტორი: Mediamall.ge