“ღმერთმა დალოცოს ჩემი გზა“ - რივალდო ფერეირა თბილისისკენ გამოემგზავრა
ამობეჭდვა · 2017-09-29 00:40:13 · 425 ნახვა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლეგენდარული რივალდო ფერეირა საკუთარ ტვიტერის გვერდზე პოსტს აქვეყნებს სადაც ის გულშემატკივრებს ამცნობს, რომ საქართველოში მოდის.

"უკვე ფრანკფურტში ვარ. მალე მილანში გავემგზავრები. ღმერთმა დალოცოს ჩემი გზა, ხვალ უკვე საქართველოში ვიქნები. ძალიან დიდი მატჩი გველის", წერს რივალდო სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ რივალდო იმ ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც 29 სექტემბერს დინამო არენაზე გასამართ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.



ავტორი: Mediamall.ge