ცნობილი იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი თბილისში კონცერტს გამართავს
ამობეჭდვა · 2017-09-29 00:53:01 · 243 ნახვა

ცნობილი იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი, „ნიუ-ეიჯისა" და ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი კეიკო მაცუი თბილისელი მსმენელის წინაშე 8 ნოემბერს გამოვა.

თბილისში იაპონელი ვარსკვლავის კონცერტი, რომელზეც მისი საუკეთესო ჰიტები გაჟღერდება, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე გაიმართება.

მაცუისთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ასევე უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.

 



ავტორი: Mediamall.ge