მიხეილ ყაველაშვილი „დინამო არენაზე" დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 2017-09-29 13:00:00 · 218 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს  საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში, რომელიც დღეს, 21 საათზე თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.


საქველმოქმედო თამაშში „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ფებურთის ვარსკვლავები - ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, პაოლო მალდინი, მაუროტასოტი, რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე და სხვები, ასევე ცნობილი ფეხბურთელები, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრები - მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი.


საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილე გუნდებს  ალექსანდრე ჩივაძე და ოტო რეჰაგელი უხელმძღვანელებენ.


ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.



ავტორი: MediaMall.ge