სოფელ დუისში "პანკისობა 2017" აღინიშნება
ამობეჭდვა · 2017-09-29 17:38:43 · 158 ნახვა

30 სექტემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე „პანკისობა 2017“ ჩატარდება.  საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოეწყობა სპეციალური კუთხეები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კი პრესტური ჩატარდება. 

12:00 საათზე ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის გუბერნატორი მინისტრებთან ერთად (შინაგან საქმეთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის  საკითხებში მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი).



ავტორი: mediamall.ge