“საქართველოში ჩამოვედით. მადლობა ღმერთს“ - რივალდო (ფოტოები)
ამობეჭდვა · 2017-09-29 19:14:35 · 2529 ნახვა

ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რივალდომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა თბილისის ხედით.

“საქართველოში ჩამოვედით. მადლობა ღმერთს, მალე ვითამაშებთ“, - წერს რივალდო.

შეგახსენებთ, რომ რივალდო საქველმოქმედო შეხვედრაში თავდამსხმელის პოზიციაზე 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. 

თამაში “დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 



 

 



ავტორი: Mediamall.ge