ემირ კუსტურიცა თბილისში აღარ ჩამოვა
ამობეჭდვა · 2017-09-29 20:49:38 · 293 ნახვა

ემირ კუსტურიცა და მისი როკ-ჯგუფი თბილისში აღარ ჩამოვა. სპორტის სასახლეში დაგეგმილი საღამოს ორგანიზატორებმა კონცერტი ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმეს. 

გადაწყვეტილება ჯგუფის სოლისტს, ცნობილ სერბ რეჟისორს და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ ემირ კუსტურიცას უკავშირდება, რომელსაც ცხინვალში ჩასვლის გამო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული. 

ირკვევა, რომ ორგანიზატორებმა კონცერტი ისე დაგეგმეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.



ავტორი: Mediamall.ge