დინამო არენაზე ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-09-29 21:26:52 · 198 ნახვა

ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩი დინამო არენაზე ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფეხბურთელებმა მოედანზე შემოსვლა 21:00 საათიდან დაიწყეს. შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა .

ანგარიში პირველივე წუთზე ლუკა ტონიმ გახსნა, თუმცა მას არც ქართველი ფეხბურთელები ჩამოუვარდნენ და მესამე წუთზე მეტოქის კარში ბურთი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

კომენტატორების პროგნოზით წინ მაყურებელს დიდი სანახაობა ელის.

შეგახსენებთ, რომ მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.



ავტორი: Mediamall.ge