“მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც თანხები გაიღო ბილეთის საყიდლად“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-09-30 01:06:01 · 313 ნახვა

მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საფეხბურთო მატჩის შემდეგ კახა კალაძემ მატჩზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოსული იყო და თანხები გაიღო ბილეთის საყიდლად. ეს იყო საქველმოქმედო შეხვედრა. ეს თანხა მოხმარდება ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენას. ვფიქრობ, გულშემატკივრებიც ნასიამოვნები დარჩნენ", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.

 მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით ჯამში 403 214 ლარი შეგროვდა.



ავტორი: Mediamall.ge