“სიამოვნებით ჩამოვედი, რადგან ეს საქველმოქმედო მატჩი იყო“ - ერნან კრესპო
ამობეჭდვა · 2017-09-30 08:47:09 · 332 ნახვა

საქველმოქმედო მატჩში - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი არგენტინის ნაკრების, „ინტერის“, „მილანის“, „ლაციოსა“ და „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი ერნან კრესპო იყო, რომელიც GFF XI-ს გუნდში ქართველების მხარდამხარ თამაშობდა.

„ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სიამოვნებით ჩამოვედი, რადგან ეს საქველმოქმედო მატჩი იყო და მასში მონაწილეობა ჩემთვის სასიხარულო იყო“, – აღნიშნა მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა.



ავტორი: Mediamall.ge