“იმედია მატჩმა თავისი დანიშნულება გაამართლა“ - კევინ კურანი
ამობეჭდვა · 2017-09-30 08:54:08 · 279 ნახვა

საქველმოქმედო მატჩის - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მონაწილე, გერმანიის ნაკრებისა და "სალკეს" ყოფილი თავდამხმელმა კევინ კურანიმ თამაშის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მატჩმა თავისი მისია შეასრულა.

„როდესაც ამ შეხვედრაში მოანწილეობა შემომთავაზეს, ჩავთვალე, რომ ეს კარგი საქმე იქნებოდა. იმედია, ამ საქველმოქმედო მატჩიდან ბევრი თანხა შეგროვდა და მატჩმა თავისი დანიშნულება გაამართლა" - ამბობს კურანი.

საქველმოქმედო მატჩში - „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ მსოფლიოს XI-მ GFF XI-ს ანგარიშით 6:5 სძლია. კურანიმ GFF XI-ს გუნდში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. 

ბორჯომის ტყის აღსადგენად ჯამში 403 214 ლარი შეგროვდა, რომელშიც საქართველო-ირლანდიის თამაშიდან შემოსული თანხაც შევიდა. 



ავტორი: Mediamall.ge