ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი - გიორგი გახარია
ამობეჭდვა · 2017-09-30 14:40:00 · 221 ნახვა

ჩინელები ზოგადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ჩინური კომპანიისთვის მიყიდვის ფაქტს. გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ პროექტი გაამართლებს. 

"ვალდებულებები არის ბევრად უფრო მკაფიოდ და გააზრებულად სტრუქტურიზებული. ჩინელები საერთოდ არიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები. სულ სხვა რეალობა გვაქვს დღეს. დღეს არის უკვე სხვადასხვა სახის გაუმჯობესებები. მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გვაქვს უკვე ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასეთ თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმებს ვავითარებთ სხვა ქვეყნებთანაც. ანაკლიის პორტი გვაქვს როგორც მიზანი და ვფიქრობ, რომ დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დრაივერი",- აღნიშნა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, სავალდებულო ინვესტირება 150 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია "CEFC China Energy Company Limited”-ი გახდება.



ავტორი: MediaMall.ge