ლიტერატურული პრემია "საბას" 2017 წლის ლაურეატები
ამობეჭდვა · 2017-09-30 22:52:18 · 170 ნახვა

ლიტერატურული პრემია"საბას" 2017 წლის დაჯილდოვების ცერემონიაზე გამარჯვებულების ვინაობა გამოვლინდა:

წლის საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“

წლის საუკეთესო პიესა - ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“ 

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.

წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ 

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის

საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ანდრო ბუაჩიძე - „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის "სად ხარ, ლაზარე..." 

მკითხველის რჩეული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი - ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს "საბა" პოეტ ლია სტურუას გადაეცა.



ავტორი: Mediamall.ge