საფრანგეთში საფეხბურთო მატჩის დროს ტრიბუნის დამცავი კედელი ჩამოინგრა
ამობეჭდვა · 2017-10-01 08:44:50 · 493 ნახვა

საფრანგეთში საფეხბურთო მატჩის დროს ტრიბუნის დამცავი კედლის ჩამონგრევის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი "ამიენისა" და "ლილის" საფეხბურთო მატჩის დაწყებიდან 17-ე წუთზე მოხდა, როდესაც „ლილის “გუნდში მოთამაშე ფოდე ბალომ ანგარიშის გახსნა შეძლო და გოლით გახარებულმა ქომაგებმა წარმატება ემოციურად აღნიშნეს. 

შემაკავებელი კედლის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე გულშემატკივარი 1.5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის გამო მატჩი შეწყდა და გადაიდო.



ავტორი: Mediamall.ge