რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია ერთი წლით მსოფლიო ფედერაციიდან გარიცხეს
ამობეჭდვა · 2017-10-01 16:53:28 · 203 ნახვა

მსოფლიო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია ერთი წლით თავისი რიგებიდან გარიცხა.

ეს სანქცია ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა იმ გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღო, რომლის თანახმადაც ეროვნული ფედერაციები, რომლებსაც 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას, ანტისადოპინგო წესების მინიმუმ სამი დარღვევა დაუფიქსირდათ, ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ.

რუსეთის ბედი გაიზიარეს ყაზახეთის, ჩინეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვას ფედერაციებმაც.

შესაბამისად აღნიშნული ქვეყნები ვერ მიიღებენ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას, რომელიც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე შეერთებულ შტატებში ჩატარდება.



ავტორი: mediamall.ge