ფეხბურთის ფედერაცია კლუბ "ზუგდიდის" მეკარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ამობეჭდვა · 2017-10-02 10:23:44 · 250 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბ "ზუგდიდის" მეკარის შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს თანადგომას უცხადებს.

"1 ოქტომბერს, მცხეთა პარკზე გასამართი ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის, მატჩის დაწყებამდე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო. 

თამაშის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი, რომელიც გუნდის ექიმისა და სასწრაფო დახმარების გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მამინაშვილის დაღუპვის გამო და გულითადად თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდსა და მის გულშემატკივრებს".



ავტორი: mediamall.ge