ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 111.2 მლნ ლარით გაიზრდება
ამობეჭდვა · 2017-10-02 12:42:09 · 158 ნახვა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წელთან შედარებით, 111. 2 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ 527 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია - 2 463.2 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის კი 982.8 მილიონ ლარამდე.   

ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირებაზე - 39 მილიონი, სოფლის ექიმის პროგრამაზე - 26, რეფერალურ მომსახურებაზე - 22.3 , ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე - 10,  ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის - 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტს 1-ელ ოქტომბრამდე წარუდგინა.