2018 წელს პენსიის ზრდა არ იგეგმება
ამობეჭდვა · 2017-10-02 21:15:59 · 189 ნახვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის. 

გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის ახალ პროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ პენსიების მოცულობა, 2018 წლის წარმოდგენილ ვერსიაში გაზრდილი არ არის.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, საბიუჯეტო სახსრები 10 მილიარდ 911 მილიონი იქნება. მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა, დაახლოებით, სახელმწიფო ვალად 2 მილიონი ლარის აღებას გეგმავს. კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იღებს.

სახელმწიფო მთავრობა ბიუჯეტის მიხედვით, რამდენიმე უწყების დაფინანსებას მნიშვნელოვანწილად გაზრდის, მათ შორის, რეგიონული განვითარების სამინისტროს. ასევე, იგეგმება რამდენიმე უწყების ბიუჯეტის შემცირებას. მომდევნო წლის ბიუჯეტის მიხედვით, შემცირების ყველაზე დიდი წილი ეკონომიკის სამინისტროზე მოდის.



ავტორი: Mediamall.ge