ალექსი დავითაშვილი ვეტერან ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
ამობეჭდვა · 2017-10-03 10:30:00 · 213 ნახვა

იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტთა შორის +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის ტრიუმფატორი ალექსი დავითაშვილი გახდა. 

ქართველმა ფალავანმა ყველა ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა. ფინალში დავითაშვილმა შეჯიბრის მასპინძელი იოლად დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.



ავტორი: MediaMall.ge