საქართველოს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ეწვია
ამობეჭდვა · 2017-10-03 11:17:18 · 196 ნახვა

2-3 ოქტომბერს, საქართველოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani Group” აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი.   

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „Al-Bawani Group“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
 
გაერთიანება  „Al-Bawani Group“  30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის საქმიანობის წამყვანი სფეროებია უძრავი ქონება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა. მას ოფისები აქვს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში.  ჯგუფი მონაწილეობს სხვადასხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის აშენებს სავაჭრო-სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებს.
 
მსხვილი საუდელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში ხორციელდება. ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიური შემოსვლა და ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.


საგარეო საქმეთა სამინსიტრო მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ერთის მხრივ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაში, მეორეს მხრივ კი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.
 
ეკონომიკურ დიპლომატია ემსახურება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარების შედეგებს ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ეწვევა ბიზნესმენთა დელეგაცია, მათ შორის ინდოეთიდან,  იტალიიდან, აშშ-დან და ა.შ.



ავტორი: mediamall.ge