ბოტიჩელის “ვენერა“ საქართველოშია
ამობეჭდვა · 2017-10-03 19:29:13 · 271 ნახვა

სანდრო ბოტიჩელის “ვენერა“ საქართველოშია. ნამუშევრის ორიგინალი დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს.

ფერწერული ტილო 1930 წლიდან ტურინის “გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის კიდევ ორი “ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაშია დაცული, ხოლო მეორე ჟენევაში კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ავტორი ვენერას მუქ ფონზე გამოსახავს. 

პროექტი venus pudica, რომლის ფარგლებშიც ნამუშევარი თბილისს სტუმრობს, განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზასთან“თანამშრომლობით.

ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი ორი თვის განმავლობაში, 5-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. 

ორ იტალიურ გამოფენას სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“ აერთიანებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.



ავტორი: Mediamall.ge