კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ერთ-ერთი "ოქროს ბურთის" ასლი 600 ათას ევროდ გაყიდა
ამობეჭდვა · 2017-10-04 00:56:08 · 313 ნახვა

მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ერთ-ერთი "ოქროს ბურთის" ასლი აუქციონზე გაიტანა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთისთვის განკუთვნილი პრიზი ისრაელის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა იდან ოფერმა შეიძინა - მან 600 ათასი ევრო გადაიხადა.

პორტუგალიელი მთელს თანხას იმ ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხავს, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, - წერს გაზეთი "მარკა".

კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ოთხჯერ აქვს მოპოვებული "ოქროს ბურთი" - 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში.



ავტორი: Mediamall.ge