პერუს ნაკრები არგენტინაში სასმელი წყლის საკუთარი მარაგით ჩავიდა
ამობეჭდვა · 2017-10-04 08:30:42 · 203 ნახვა

პერუს ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩზე სასმელი წყლის საკუთარი მარაგით გაემგზავრა, - წერს El Espectador. როგორც გაირკვა, ამგვარი გადაწყვეტილება გუნდის მენეჯერებმა მიიღეს - მათ ეშინიათ, რომ მოთამაშეებს მოწამლავენ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელშიც პერუს ნაკრები პირდაპირ კონკურენტს ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

საკვალიფიკაციოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პერუ და არგენტინა იბრძვიან მეოთხე ადგილისთვის, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის საშუალებას იძლევა. ხოლო გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილზე გავა, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფს ითამაშებს ოკეანეთის საუკეთესო გუნდთან - ახალ ზელანდიასთან. 16 ტურის შემდეგ, გუნდებს 24-24 ქულა აქვთ. პერუ გათამაშების ცხრილში უფრო მაღლაა მეტი მოგების გამო. არგენტინისა და პერუს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.



ავტორი: Mediamall.ge