სტადიონი „ოლდ ტრაფორდი“ სიდიდით ევროპაში მესამე გახდება
ამობეჭდვა · 2017-10-04 09:22:15 · 284 ნახვა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავისი სტადიონის „ოლდ ტრაფორდის“ ტევადობის 13 ათასი მაყურებლით გაზრდას აპირებს, რის შემდეგაც მანჩესტერელთა არენა ევროპაში სიდიდით მესამე გახდება.

დღეისთვის „ოლდ ტრაფორდი“ 75 643 მაყურებელს იტევს.

ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონია „ბარსელონას“ „კამპ ნოუ“ - 93 350 მაყურებელი, შემდეგ კი ლონდონში „უემბლის“ სტადიონი, რომელიც 90 ათას მაყურებელს იტევს.



ავტორი: Mediamall.ge