თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა
ამობეჭდვა · 2017-10-04 10:49:41 · 199 ნახვა

თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გვახარიამ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ გახსნეს. 

როგორც "მედიამოლს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სამინისტროებსა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან, ასევე ქართული და იტალიური კომპანიების წარმომადგენლებთან. 

ფორუმი 2017 წლის მარტში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნესფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც 260-მდე ქართულმა და იტალიურმა კომპანიამ მიიღო მონაწილება.



ავტორი: MediaMall.ge