წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება
ამობეჭდვა · 2017-10-04 14:51:11 · 187 ნახვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება. 

"ჩვენი ბოლო პროგნოზი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის 4%-იანი ზრდა, მაგრამ, ამავე დროს, აღვნიშნავ, რომ ის ფაქტორები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, არის მაჩვენებელი, რომ დიდი ალბათობით, ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 4%-ია, ალბათ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში", - განაცხადა გვენეტაძემ.

 



ავტორი: MediaMall.ge