ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-10-04 17:07:49 · 451 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 5 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4687 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4731 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0044-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9071 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9076 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0005-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2794 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2796 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0002-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6928 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6906 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0022-ით გაუფასურდა.

 

 



ავტორი: MediaMall.ge