ეს გუნდი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ოჯახია - პიკე
ამობეჭდვა · 2017-10-04 18:12:00 · 162 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან წასვლისკენ აქტიურად მოუწოდებენ, ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ნაკრებში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში თამაში სურს

 

"მინდა, წავიდე ყველაზე კარგ და სასიამოვნო მომენტში და არ მინდა გავიპარო უკანა კარიდან. ახლა წასვლა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მათ, ვინც მისტვენდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, გაიმარჯვეს. მე ეს არ მინდა. ეს გუნდი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ოჯახია", განაცხადა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე. 

პიკე არ ნანობს, რომ ხალხს მოუწოდა, კენჭი ეყარათ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის:

 



ავტორი: MediaMall.ge