ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში 5 ოქტომბერს გამოავლენენ
ამობეჭდვა · 2017-10-04 20:19:09 · 173 ნახვა

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში 5 ოქტომბერს გამოავლენს. არჩევანი ისეთ მწერლებს შორის უნდა გაკეთდეს, როგორებიც არიან : მილან კუნდერა, სალმან რუშდი, ტომ სტოპარდი, ისმაილ კადარეა, ჰარუკი მურაკამი და მარგარეტ ეტვუდი. 

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. ჯილდოს მფლობელი შეიძლება გახდეს მწერალი ”იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულებისთვის”. ალფრედ ნობელის ამ შეფასებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ, რის გამოც ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება ხშირად ვერ ხერხდება. ამის გამო თავის დროზე ჯილდოს გარეშე დარჩნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ჯეიმს ჯოისი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და ჰენრი ჯეიმსი.

ნობელის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.



ავტორი: Mediamall.ge