ნეიმარის ხელფასი დღეში 100 ათას ევროზე მეტია
ამობეჭდვა · 2017-10-04 21:34:58 · 213 ნახვა

Football Leaks-ისმიმომხილველებმა გაარკვიეს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის ნეიმარის ხელფასი თვეში სამ მილიონ ევროს აღემატება. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 

ზუსტი თანხა არის 3 069 520 ევრო, რაც შეესაბამება წელიწადში 37 მილიონს ან დღეში 100 ათას ევროზე მეტს.

გამოცემა ასევე აზუსტებს, რომ დამატებითი პრემიისა და სპეციალური ბონუსების წყალობით, ნეიმარის შემოსავალი წელიწადში 57 მილიონ ევრომდე ადის (150 ათას ევროზე მეტი დღეში).

ფეხბურთელებს შორის ამაზე უფრო მეტ თანხას მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ იღებს, რომელსაც 
ბონუსებთან ერთად 58 მილიონი ევრო აქვს.



ავტორი: Mediamall.ge