“ჩემი უახლოესი მეგობარია დოი და არ მიღირს თბილისობის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო“
ამობეჭდვა · 2017-10-05 00:59:57 · 2613 ნახვა

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მერიის კულტურის სამსახურის უფროსისგან და მისი მოადგილისგან პასუხს ითხოვს, რატომ ვერ მოხვდა თბილისობაზე მონაწილე მომღერალთა შორის. "პირველ რადიოსთან" საუბარში მომღერალი ვარაუდობს, რომ მოტივი პოლიტიკურია და გრძელდება ტენდენცია, რომელზეც წინა წლებში ბევრი პრეტენზიას გამოთქვამდა.

"ჩემი მეგობრები არიან ვინც მონაწილეობს ყველა ამიტომ ვიცი რა სიმღერებია, საიდან არის და .ა.შ შეიძლება თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ მიუზიკლებიდან ნამდვილად არის თემა, შეიძლება შემდეგ დაამატეს სხვა, მაგრამ როგოც ვიცი, და დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, ვიცი საიდან და რა მიუზიკლებიდან მღერიან და რომელ ნაწილს. ამიტომ ეს არ არის გასამართელებელი თემა. მე იმის პრეტენზია კი არ მაქვს, რომ მიუზიკლი იდგმევა, არანაირი მიუზიკლი არ იდგმევა, უბრალოდ მთავარი თემა არის კინოფილმებიდან და მიუზიკლებიდან მელოდიები. მათ შორის იმ მიუზიკლებიდან, რომელშიც მე მთავარი როლები მაქვს შესრულებული. არ მიკითხვას დოიაშვილსთვის, ჩემი უახლოესი მეგობარია დოი და არ მიღირს თბილისობის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ან სხვა ჩემი მეგობარი. მე მოვითხოვ კულტურის სამსახურისგან, მისი უფროსისგან და მოადგილისგან, რომელიც რუსა მორჩილაძეა და ის წყვეტს ვინ იქნება ღონისძიებაში, უბრალოდ მაინტერესებს რატომ არის ესე. ჩემი აზრით, ორი მიზეზია- პოლიტიკური ნიშნით იბლოკებიან მომღერლები და ამას წყვეტენ თვითონ კულტურის სამსახურში, რომ არ დაკარგონ სამსახურები და მეორე, არის იგივე მოტივი, ოღონდ უკვე თბილისის მთავრობიდან და საქართველოს მთავრობიდან დავალება. თუ ეს ორი რამ არა არის, მაშინ აგვიხსნან რატომ გრძელდება ის ტენდენცია, რომლის წინააღმდეგ ადრე ბევრი გამოდიოდა და ახლა ხმას აღარ იღებენ",- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ "პირველ რადიოსთან საუბარში.



ავტორი: Mediamall.ge