სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 2017-10-05 13:28:29 · 253 ნახვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

აკაკი ლოდია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, სპორტის მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.

"დავტოვე დაკავებული თანამდებობა. 5 წელი ვიმუშავე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომლეიც არ არის ცოტა დრო. აქედან გამომდინარე ჩავთვალე რომ ერთი ეტაპი სპორტში მუშაობისა ამოიწურა და მუშაობას გავაგრძელებ სხვა მიმართულებით", - განაცხადა აკაკი ლოდიამ. 



ავტორი: MediaMall.ge