ზაზა ფაჩულიამ "მინესოტასთან" მატჩში 10 ქულა მიითვალა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-10-05 14:32:00 · 177 ნახვა

5 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" წინასასეზონო მატჩში "მინესოტას" შეხვდა და ანგარიშით 94:111 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა. ზაზამ 8-დან 5 2-ქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონის ანგარიშზე ფაჩულიას დარად 10 ქულაა, ხოლო სტეფ კარიმ 14 ქულა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მოსამზადებელ მატჩს კვლავ "მინესოტასთან" 8 ოქტომბერს გამართავს



ავტორი: MediaMall.ge